მოზაიკა
არის თუ არა ხაჭაპური პიცის ნათესავი?
ბიბისის ჟურნალისტი დევიდ ფერლი ხაჭაპურის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც მან თავისი ქართველი კოლეგებისგან შეიტყო, გემრიელი ხაჭაპურის დასამზადებლად აუცილებელია, რომ მცხობელი კარგ ხასიათზე იყოს.
„თუკი ცუდ ხასიათზე ხარ, ან დამწუხრებული ხარ საყვარელი ადამიანის გარდაცვალების გამო ან გული გაგიტეხეს, არ შეეხო ცომს, მოშორდი მაგას. თუკი ბედნიერი არ ხარ, ეს აისახება შენ მიერ გამოცხობილი ხაჭაპურის გემოზე“, - ურჩია ბიბისის ჟურნალისტს კომპანია Spice Recipe-ის დირექტორმა მაკო ქავთარაძემ.
ხაჭაპურისა და ადამიანური ემოციების ურთიერთკავშირის დასადასტურებლად ქართველმა მასპინძელმა ფერლი რიკოთის უღელტეხილზე მდებარე ერთ-ერთი გზისპირა რესტორნის სამზარეულოში შეიყვანა.
„სამზარეულოს ბოლოს პუტკუნა ქალი ვნახე, რომელიც სკამზე იჯდა... და ზელდა მარილიანი სულგუნის ბურთულებს ხაჭაპურისთვის. მან შემოგვხედა და გაგვიღიმა ორ უცნობს, რომლებიც, სავარაუდოდ, არ უნდა შემოჭრილიყვნენ მის სამუშაო სივრცეში.
თუ ხაჭაპური მზადდება ბედნიერი ხალხის მიერ, ის უფრო კმაყოფილს ხდის მომხმარებლებს. ეს ძალიან კომფორტული საჭმელია“, -დაასკვნა ფერლიმ.
ავტორს გაანდეს, რომ ხაჭაპურის გამოსაცხობად ასევე საჭიროა, რომ მოზელვისას მცხობელი ცომს ელაპარაკებოდეს.
„უნდა ელაპარაკო, როგორც ბავშვს“, -უთხრა ქავთარაძემ ფერლის.
ავტორი ხაჭაპურის სახალხო პოპულარობაზე ამახვილებს ყურადღებას. კვლევების მიხედვით, ქართველების 88 %-ს ხაჭაპური ურჩევნია პიცას. ხაჭაპური იმდენად პოპულარულია საქართველოში, რომ ეკონომისტებმა ხაჭაპურის ინდექსიც შექმნეს, რომელიც ბიგ მაკის ინდექსის მსგავსად ჩამოყალიბდა. კავკასიაში ეკონომისტები ინფლაციაზე მონიტორინგს ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასებით ახორციელებენ: ფქვილი, ყველი, კარაქი, კვერცხი, რძე და საფუარი.
ქართული სამზარეულოსთვის ხაჭაპურის მნიშვნელობის მიუხედავად ისტორიკოსები ვერ თანხმდებიან მის წარმომავლობაზე. მწერალ და საქართველოს კულინარიული აკადემიის გასტრონომიის ყოფილი პროფესორის დალი ჩაავას თქმით, არაა გამორიცხული, რომ ხაჭაპური პიცის ნათესავი აღმოჩნდეს.
„შავ ზღვის ტერიტორიაზე მოსულმა რომაელმა ჯარისკაცებმა მოიტანეს რეცეპტი, რაც პიცას წააგავს. მე-16 საუკუნემდე ევროპაში პომიდორი არ არსებობდა, ამიტომ ის იყო გამოცხობილი როგორც პური და ყველი, ხაჭაპურის მაგვარი“, -თქვა ცაავამ.
ფერლიმ აღწერა, როგორ იცვლება ხაჭაპურის ფორმა რეგიონიდან რეგიონში. ბიბისის ჟურნალისტმა ცალკე გამოჰყო აჭარული ხაჭაპური, რომელიც ნავს მიამსგავსა. როგორც ფერლის შეფ-მზარეულმა მაკა ჩიხიაშვილმა აუხსნა, აჭარული ხაჭაპური რეგიონს გამოხატავს.
„აჭარა შავ ზღვასთანაა, ამიტომაც აქვს ცომს ნავის ფორმა. კვერცხი გამოხატავს მზეს, ხოლო ყველი ზღვაა. ამ რეგიონის ხალხი გამორჩეული იყო ნავების მშენებლობაში“, -თქვა ჩიხიაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


