მოზაიკა
არჩილ თალაკვაძე შსს-ს სპორტული კლუბის პრეზიდენტი გახდა
შსს-ს სპორტულ კლუბსა და TCR International-ს შორის ავტორბოლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.
2 აპრილს საქართველოში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR international-ის 2017 წლის სეზონი გაიხსნება.
ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს TCR Touring Car Racing-ის დირექტორი, მარჩელო ლოტი ეწვია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას შსს-ს სპორტული კლუბის - MIA Force-ის ახალი პრეზიდენტი - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარუდგინა.
არჩილ თალაკვაძემ და მარჩელო ლოტიმ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბსა და TCR International-ს შორის.
ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის გახსნას, ასევე, 2018 და 2019 წლის სეზონების თითო ეტაპს უმასპინძლებს.
საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


