რეგიონები
არაბული გამოცემები აჭარაზე სტატიებს ამზადებენ
არაბული გამოცემები აჭარაზე სტატიებს ამზადებენ, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.
უწყების ინფრომაციით, აჭარაში მოგზაურობის შესახებ სტატიებს Kuwait Times, Times და სხვა არაბული გამოცემები ამზადებენ.
ჟურნალისტებმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ქუვეითიდან და საუდის არაბეთიდან რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. ბათუმისა და ქედის ტურისტული პოტენციალის გაცნობის შემდეგ ისინი მტირალას ეროვნულ პარკს სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნეს და ტურისტული სერვისებით ისარგებლეს. არაბი ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს პირველად სტუმრობდნენ.
აჭარის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები წელს ბრიტანეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ისრაელში, გერმანისა და მეზობელ ქვეყნებში გამოქვეყნდა.
რეგიონში მოგზაურობას ვრცელი სტატიები მიუძღვნა ისეთმა გავლენიანმა გამოცემებმა, როგორებიცაა Vogue, „კოსმოპოლიტანი“, „ფორბსი“, Emerging Europe და Travel,»-აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
ცნობისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს რეგიონში 400-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა იმოგზაურა. მათ მოწვევა რეგიონში წლის ბოლომდე გაგრძელდება.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


