რეგიონები
„არა კაზინოს!“– სარფში მოსახლეობა ეკლესიასთან ახლოს მდებარე სამორინეს დახურვას ისევ ითხოვს
დღეს სარფში ცენტრალური ავტომაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო მოქალაქეთა ჯგუფის მიერ, რომელმაც სარფის ეკლესიასთან სამორინეს მოქმედება გააპროტესტა.
„არა კაზინოს“, – ამ შეძახილებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს. მათ მოქმედი სამორინეს დაუყოვნებლივ დახურვა და მის ნაცვლად ახალგაზრდული სპორტული კომპლექსის გახსნა მოითხოვეს.
„ჩვენ არ ვართ კაზინოების წინააღმდეგი, მაგრამ ეკლესიის გვერდით ეშმაკის სახლის არსებობა დაუშვებელია, აქვეა საჯარო სკოლაც, 100 მეტრში კიდევ ერთი კაზინოა და იმის არსებობასაც ვაპროტესტებთ, კაზინოს გამო ბევრმა თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება. ეს დაუშვებელია, ბიზნესი არ უნდა კლავდეს“, – განაცხადა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა.
სამორინეს წინააღმდეგ აქციები პერმანენტულად იმართება. მანამდე აქციაზე სასულიერო პირებიც გამოვიდნენ.
წინა აქციაზე მის მონაწილეებს ადგილობრივი მცხოვრებლების ის ნაწილი დაუპირისპირდა, ვინც სამორინეშია დასაქმებული.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


