უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

20 დეკემბერი, 2017 12:00
font-size

არ მსურს შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ვუპასუხო, მე მოგებით ვუპასუხე - ნათია თოდუა

გერმანული ,,ვოისის“ გამარჯვებული ნათია თოდუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომლებიც გიორგი გაბუნიას და სოფო ტოროშელიძეს წლების წინ თოდუას დაწუნებისთვის აკრიტიკებენ.

,,უღრმესი მადლობა რომ მთელი საქართველო ზეიმობთ ჩემთან ერთად!

უბედნიერესი ვარ!

ასევე მსურს მოგიწოდოთ რომ უბრალოდ გავიხაროთ აწმყოთი, რომელიც ძალიან დამეხმარება ნათელ მომავალში, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგვახარებს და გაგვაბედნიერებს.

არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე შემფასებელისგან მიღებულ სუბიექტურ აზრს იჯერებენ და შემდეგ ჩერდებიან.

არიან ადამიანები, რომლებსაც გულის ძახილი არ ასვენებთ და კიდევ მცდელობებს განაგრძობენ.
მე ბედნიერი ვარ რომ ამის ძალა აღმომაჩნდა, ბედნიერი ვარ რომ ცხოვრებამ ბავშვობიდან ბრძოლა მასწავლა და გამაძლიერა როგორც პიროვნება.

ის შეფასება თუნდაც იმიტომ იყო საჭირო რომ დღეს აქ ვყოფილიყავი, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება შევირგოთ აწმყო და ეს წარმატება. არ ჩავუციკლდეთ წარსულს, რომელშიც თავად თვლით რომ შეცდომა იყო.

ნუ გავაზიარებთ იმ ნეგატივს , რაც საბედნიეროდ ჩემს წარსულშია.

ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი, ყველა ადამიანია თავისი თავის უფალი.

ვიცი რომ 2014 წელს გამოუცდელი კონკურსანტის ნათია თოდუას შეფასება გიორგი გაბუნიასგან შეურაცხყოფა უფრო იყო, ვიდრე შეფასება მაგრამ საბედნიეროდ ამით არ წყდება ყველაფერი.

დღეს მოლოცვებთან ერთად ვხედავ რომ უმრავლესობა მათ კრიტიკაზე და შეურაცხყოფაზე გადადიხართ რაც ნამდვილად არ არის საჭირო.

პ.ს მე პირადად არ მსურს შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ვუპასუხო , მე მოგებით ვუპასუხე.

მიყვარხართ“, - წერს ნათია თოდუა.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი