უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

3 დეკემბერი, 2025 15:37
font-size

აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევძლოთ არსებული ძველი ნაგავსაყრელები ჩავანაცვლოთ ნარჩენების განთავსების საერთაშორისო სტანდარტის ობიექტებით - სოლომონ პავლიაშვილი

სამცხე-ჯავახეთში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე ქალაქ ახალციხეში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ძველი ნაგავსაყრელები ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელით უნდა ჩანაცვლდეს; შედეგადა, მყარი ნარჩენების მართვა შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა ყველა იმ მიმართულებას მოიცავს, რამაც უნდა უზრუნველყოს როგორ ადამიანისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ასევე, ბუნების და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება. აღნიშნულ მიმართულებებს შორისაა მყარი ნარჩენების მართვა.

„მყარი ნარჩენების მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. კომპანია, რომელიც ამ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის შემადგენლობაში გადმოვიდა. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევძლოთ არსებული ძველი ნაგავსაყრელები ჩავანაცვლოთ საერთაშორისო სტანდარტის ნარჩენების განთავსების ობიექტებით. აქტიურად და კოორდინირებულად ვმუშაობთ დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის რეგიონებში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან ჩართულობა და ახალი პროექტების მხარდაჭერა. საერთაშორისო სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტების შექმნის შედეგად, მიწისქვეშა წყლები, ნიადაგი და ჰაერი მაქსიმალურად იქნება დაცული დაბინძურებისგან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ნაგავსაყრელებზე არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა განიხილეს. ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნის შემდეგ, ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი