უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

5 სექტემბერი, 2025 09:27
font-size

ანონსი - 5 სექტემბერი

10:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო: ანუკა გაბელია 551 633 644

10:30 საათზე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა (EUGBC) და საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატის (GRCC) თანაორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველო-რუმინეთის ბიზნესწრეების შეხვედრა გაიმართება.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი 1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო: 599 95 27 27

11:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, აკაკი წერეთლის და ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, პაატა ბურჭულაძე, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საერთო განცხადებას გააკეთებს, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით.

საკონტაქტო: მარიამ დოლიძე - 574 000 706

12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, დავით ლორთქიფანიძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: „კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი ინციდენტი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

13:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, თამთა მიქელაძე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხება.

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი