უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

23 მაისი, 2025 08:58
font-size

ანონსი - 23 მაისი

10:00 საათზე, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა.

10:30 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჰიბრიდული ფორმატით მე-2 საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები" გაიხსნება.

მის: ჩარგლის ქ. 73 ((აუდიტორია 305, სართული 3)

საკონტაქტო: 599 563 455; 577 494 935

10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა განცხადებას გააკეთებს.

თემა: ზურა გირჩი ჯაფარიძის დაკავება.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 1

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა.

ილია ჭავჭავაძის სახ. დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

12:00 საათზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის და კიდევ შვიდი პირის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ვახტანგ ყოლბაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივება.

რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმება და რუსეთის მოთხოვნა აფხაზეთში რუსი ინვესტორებისა და კაპიტალის დაცვაზე“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

12:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გია გვაზავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივება.

რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმება და რუსეთის მოთხოვნა აფხაზეთში რუსი ინვესტორებისა და კაპიტალის დაცვაზე“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

12:30 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532

(C კორპუსი, V სართული)

14:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების #2

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი