უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

1 ოქტომბერი, 2025 09:17
font-size

ანონსი - 1 ოქტომბერი

10:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი, მეორე გასასვლელი, #4 სართული 5

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე, ქუთაისში, ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ იმერეთის საინიციატივო ჯგუფის წევრები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. განცხადებას შეუერთდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოების წევრები.

მის: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, პარლამენტის ყოფილი შენობა

საკონტაქტო: 595 333 395 - მამუკა ბიბილეიშვილი

12:00 საათზე, „ევროპა დონა საქართველოს" ორგანიზებითა და ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიის ფარგლებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტთა მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოეწყობა.

საკონტაქტო: მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85

12:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

15:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: ქალაქი კასპი, ტექნოპარკი.

19:00 საათზე, მზიურის პარკში, 2025 წლის არტისტერიუმის დასკვნითი პროექტი გაიმართება. სახელოვნებო სივრცე „კუბში“, მაყურებელი სახელოვნებო ჯგუფ „რაფანის“ ვიდეო ინსტალაციას იხილავს.

საკონტაქტო პირი: ნინო კვირიკაშვილი 599361977

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი