რეგიონები
`ანაკლიობა` 12 ივლისს დაიწყება
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda-სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობას რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისა და განვითარებისათვის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლობა ემსახურება ანაკლიის, როგორც ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული ადგილის შექმნასა და წარმოჩენას როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო მასშტაბით.
,,ამისათვის, პროექტის ინიცირებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ ფესტივალს „ანაკლიობას“, რომელიც იქნება საქართველოში მოქმედი წარმატებული ბრენდებისა და ადგილობრივი პროდუქციის თავმოყრისა და კომერციული საქმიანობის ადგილი.
"ანაკლიობა" "ჯემ-ფესტის" დაწყებამდე 2 დღით ადრე 12 ივლისს დაიწყება და 16 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ბიზნეს ფესტივალში მონაწილე კომპანიებს სპეციალურ პავილიონებში დარჩენა და საკუთარი ბიზნეს აქტივობების განხორციელება GEM FEST-ის მიმდინარეობის პერიოდში სრულიად უფასოდ შეეძლებათ.
ანაკლიობის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
ანაკლიობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, USAID პროექტი Zrda-ს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
USAID პროექტი Zrda სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად ანაკლიასა და განმუხურში კიდევ ერთ პროექტს ახორციელბს, რომლის მიზანია საოჯახო სასტუმროებისთვის ციფრული მარკეტინგის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რეკლამირების პაკეტების მიწოდება; საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის ტრენინგების გამართვა და ბიზნესის მართვის გაძლიერებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების ხელშეწყობა.
დღეის მდგომარეობით, ანაკლია-განმუხურში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის ბენეფიციართა ყველა საცხოვრებელი სახლი დაჯავშნილი ან გაყიდულია, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, აშშ-დან, კანადიდან, ბრაზილიიდან და ა.შ.’’, - აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


