რეგიონები
ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოებისთვის ფოთის პორტში ტექნიკით აღჭურვილი გემი შევიდა
ფოთის პორტში დღეს ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოებისთვის განკუთვნილი, ტექნიკით აღჭურვილი პირველი გემი შევიდა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, გემი დატვირთულია სპეციალურად მოდერნიზებული მძიმე ტექნიკითა და სადრენაჟო სისტემით და ის პირველი გემია, რომელიც წამყვანმა საზღვაო-საინჟინრო კომპანია Van Oord - მა როტერდამის საერთაშორისო პორტიდან გამოგზავნა.
მათივე ცნობით, ორ კვირაში შავი ზღვის სანაპიროს Van Oord - ის მეორე გემი მოადგება, ხოლო სექტემბრის პირველ კვირას ანაკლიის სანაპიროზე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი, „ათენა“ საქართველოში უპრენცენდენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოების შესასრულებლად შემოვა.
„ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ, უმნიშვნელოვანეს ფაზაში გადადის. მალე ყველანი ერთად ურთულესი საზღვაო საინჟინრო სამუშაოების მომსწრენი გავხდებით. მაგალითისთვის მხოლოდ ორ ციფრს დაგისახელებთ: ანაკლიის პორტის პირველი ფაზის ტერიტორიაზე მოხდება 3500 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟო მილების ჩალაგება ყოველ 1,5 მეტრის დაშორებით 10 მეტრის სიღრმეზე, ხოლო გემი „ათენა“ ზღვის ფსკერის დაღრმავებისა და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღების, ამოტუმბვის და მისი ნაპირზე განთავსების სამუშაოებს შეასრულებს”,- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
ცნობისთვის, ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მშენებლობა აგვისტოში საქართველოსთვის უპრენცენდენტო მასშტაბის და საინჟინრო გადაწყვეტის საზღვაო სამუშაოებით გაგრძელდება. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს, რომელიც ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


