რეგიონები
ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა” და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ეროვნული მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მოაწერეს.
აკადემიამ ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. აკადემიის თანამშრომლები კონსორციუმს დასახული მიზნებისა და ამოცანების სრულყოფილად განხორცილებისთვის საკუთარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალის გამოყენებას დაჰპირდნენ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალებით შექმნიან სამუშაო ჯგუფს, რომელიც მხარეთა დამატებითი შეთანხმების შესაბამისად იმუშავებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებულ საკითხებზე. მხარეები სამუშაო ჯგუფში ერთად შეიმუშავებენ რეკომენდაციებსა და რჩევებს, რომელთაც მომავალ სამუშაო გეგმებსა და მიზნებში გაითვალისწინებენ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


