მოზაიკა
ამერიკელმა ქალმა საკუთარი შვილიშვილი გააჩინა
კალიფორნიაში 48 წლის მეგან ბარკერმა გადაწყვიტა საკუთარი მუცლით ეტარებინა ბავშვი თავისი 24 წლის ქალიშვილისთვის, რომელსაც ექიმებმა უშვილობის დიაგნოზი დაუდგინეს.
მედი კოულმანი 14 წლის იყო, როდესაც შეიტყო, რომ იშვიათესი გენეტიკური დაავადება ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისი რეპროდუქციული ორგანოები სრულყოფილად ვერასდროს განვითარდებოდა.
,,დედა თან მახლდა ექიმთან მიღებაზე, როცა ეს შევიტყვეთ. როდესაც ჩვენ დავტოვეთ სამედიცინო დაწესებულება, ვერ ვმალავდით ემოციებს. მაშინ დედამ შემომხედა და მითხრა, რომ როგორც კი, მე გადავწყვეტდი დედობას, მუცლით ატარებდა ჩემს შვილს’’, - ამბობს კოულმანი გამოცემა People-თან საუბარში.
ის იხსენებს, რომ პოტენციური საქმროები წყვეტდნენ მასთან კავშირს, როგორც კი, მისი ავადმყოფობის შესახებ იგებდნენ. მოგვიანებით, გოგონა თავის სკოლის მეგობარზე დაქორწინდა და სწორედ მაშინ, გაახსენდა დედის მიერ წლების წინ გაკეთებული შეთავაზება.
,,დედა 47 წლის იყო უკვე და გადავწყვიტე, რომ დადგა მომენტი, როდესაც მისთვის ამის გაკეთება უნდა მეთხოვა. თანაც, ახალგაზრდა სუროგატი დედის დაქირავება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. საბედნიეროდ, დედა დამთანხმდა’’, - ამბობს მედი კოულმანი.
მეგან ბარკერი ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პირველივე ცდაზე დაორსულდა და საკუთარი ქალიშვილისთვის ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა.
,,დედა არაფრით არ განსხვავდება სხვა ბებიებისგან, გარდა იმისა, რომ ჩემს ვაჟს ძუძუთი სწორედ ის კვებავს’’, - აღნიშნავს მედი კოულმანი.
თავის მხრივ, როგორც მეგანი ამბობს, ის მზადაა, სურვილის შემთხვევაში კიდევ გაუჩინოს შვილი საკუთარ ქალიშვილს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


