რეგიონები
ამერიკელი მეცნიერები ქართველ კოლეგებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებენ
აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებში აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების მეცნიერები გაეცნენ. ინფორმაცია ამის შსახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.
უცხოელმა სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები დროული იყო. სპეციალისტები მზად არიან აშშ-ს მავნებელთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება ქართველ კოლეგებსაც გაუზიარონ.
აშშ-ის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc (აშშ) ორგანიზებით იმყოფებიან.
შეხვედრების გამართვა აჭარაშიც იგეგმება.
6 მარტს ცნობილი გახდა, რომ USAID ფაროსანასთან ბრძოლისათვის საქართველოს 3,5 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


