რეგიონები
ამბროლაურში შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ლიხეთში, მოქალაქე ბუხუტი მეტრეველმა დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით მოკლა შველი.
მის გარდა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ სამი მოქალაქე - კარლო ლობჯანიძე, სოსო ფოჩხიძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭის თანამშრომელი გიორგი ტოროშელიძე.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, ბრაკონიერი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა უარყოფს, რომ ხსენებული სამი მოქალაქე მასთან ერთად ნადირობდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სამი არარეგისტრირებული და ერთი სხვის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


