რეგიონები
ალაზნის სარწყავ არხში მანქანის გადავარდნას მამაკაცი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, ალაზნის სარწყავ არხში, „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი 62 წლის მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა და დაიხრჩო.
სოფელ კალაურში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელის, ლევან ქევხიშვილის განცხადებით, მამაკაცი სახლიდან მიწის ნაკვეთში ჩალის მოსაჭრელად იყო წასული და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
მისი თქმით, ოჯახმა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ „112“-ს შეატყობინა.
ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


