რეგიონები
ახალქალაქის საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარესა და დამკვირვებელს შორის დაპირიპისპირება მოხდა
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში მდებარე #69 უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო.
ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად კომისიის თავმჯდომარე და დამკვირვებელი, შმაგი ჩოხელი დაუპირისპირდნენ.
საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელმა უბნიდან უცნობი პირის გასვლა მოითხოვა, რომელიც სამაგიდო სიებს ათვალიერებდა. დამკვირვებელმა აღნიშნული ფაქტის ტელეფონით გადაღება სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„შემოვიდა უბანზე უცხო პიროვნება, მივიდა რეგისტრატორებთან, სადაც არის სამაგიდო სიები და იმ სიებში იქექებოდა. მეორე დამკვირვებელმა იკითხა რა ხდებოდა და სურათის გადაღება უნდოდა და წამოვიდა აგრესია. მე ვუთხარი, რომ აქ რაღაც დარღვევას აქვს ადგილი და მე გადავიღებ ახლა ვიდეოს და ნახავს საზოგადოება. როგორც კი ეს ვთქვი, ეგრევე წავიდა აგრესია,“-განაცხადა შმაგი ჩოხელმა.
თავსი მხრივ, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მან შმაგი ჩოხელს აუხსნა, რომ გადაღება მოცემულ პერიმეტრზე არ შეიძლებოდა, რასაც დამკვირვებელი არ დაემორჩილა და სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია დაძაბულობა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


