მოზაიკა
“ახალი ხედვა” - ლიდერი ორთოპედიული მაღაზია საქართველოში
კომპანია “ახალი ხედვა” სამედიცინო დანიშნულების მქონე საშუალებებს მომხმარებლებს 2012 წლიდან სთავაზობს. ამ მიმართულებით ის ლიდერი ორთოპედიული მაღაზიაა საქართველოში და ამ ნიშნულს უკვე ათი წელია უპირობოდ ინარჩუნებს. მაღალი ხარისხი, ცნობილი ბრენდები, ხელმისაწვდომი ფასები, მომხმარებლებზე მორგებული სერვისები და თანამედროვე მიდგომები - ეს ის ფაქტორებია, რომლის გამოც კომპანია “ახალი ხედვა” მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი ნდობით სარგებლობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში მაღალი ხარისხის პროდუქცია ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია მომხმარებელს ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით.
მოკლედ განვიხილოთ “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქტები:
ორთოპედიული ფიქსატორები ძირითადად სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად.”ახალი ხედვის“ მაღაზიებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ იდაყვის, მკლავის, კოჭის, მენჯ-ბარძაყის, წელის, თითის, მუხლის, ტერფის და სხივ-მაჯის ფიქსატორები.წელის კორსეტები და ქამრები იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში დატვირთვას ამსუბუქებს. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ, ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება. გასაბერი წელის კორსეტი კი საუკეთესო საშუალებაა ხერხემლის მალთაშუა დისკის დაზიანების, სპონდილოზის დროს და მენჯ-ბარძაყის ტკივილის შესამსუბუქებლად.
ორთოპედიული სუპინატორი - ტერფს სწორ ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს.მისი გამოყენება რეკომენდებულია ბრტყელტერფიანობის, ასევე ტერფის, ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის.
ვარიკოზის წინდები - ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს. ეს მოვლის საშუალებები ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე, ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
პროდუქტების სრული ასორტიმენტის სანახავად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „ახალი ხედვის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს მისამართზე: www.akhalikhedva.ge
კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიები
კომპანია “ახალი ხედვის” პროდუქტების შეძენა თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში არის შესაძლებელი. სამედიცინო ჯგუფი დედაქალაქში - 8, გორში-1, ქუთაისში-1 და ბათუმში-2 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. თუმცა, სასურველი პროდუქტის შეძენა მაღაზიების გარდა, ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი. დარეგისტრირდით, დაამატეთ ნივთი კალათაში და სულ რამდენიმე მოქმედებით გააფორმეთ შეკვეთა. პროდუქტს ადგილზე კურიერი ან ფოსტის თანამშრომელი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


