მოზაიკა
ახალი BENTAYGA და სტრატეგია BEYOND100
კომპანიამ Bentley ახალი ბენტეგა მსოფლიოს წარუდგენს 2020 წლის 30 ივნისს, ქართული დროით 20:00 საათზე. ახალი Bentayga იქნება პირველი ავტომობილი, რომელიც გამოშვებული იქნება Bentley Beyond100 ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში - მოგზაურობა, რომელშიც კომპანია აპირებს გახდეს მსოფლიო ლიდერი მდიდრული მდგრადი გადაადგილების სფეროში.
Bentayga რჩება მსოფლიოში ყველაზე სწრაფ, მსოფლიოში ყველაზე მრავალმხრივ ქროსოვერად, რომელიც Bentley-ის სტილში გთავაზობთ მართვისგან მიღებულ სიამოვნებას და წარმოადგენს განუმეორებელ ფუფუნებას მაღალი დონის მწარმოებულობისა და ყოველდღიური კომფორტის კომბინირებით. სავარძლებისა და ელექტრო მოწყობილობების კონფიგურირება, ჰიბრიდული მოდულის ჩათვლით, შემოთავაზებული, არსებული, ფორმით გაგრძელდება.
ახალი Bentayga- ს საფუძველია ამავე მოდელის პირველი თაობის პოპულარობა, რომლის 20,000 ეგზემპლარი შეიქმნა ხელით.
2016 წელს Bentayga-მა დააწესა ძვირადღირებული ქროსოვერების ეტალონი, შესთავაზა მომხმარებლებს გრან ტურერისათვის დამახასიათებელი დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ლანდშაფტით ან სხვა პირობებით. ნებისმიერ ადგილას წასვლის შესაძლებლობა და უპირობო ფუფუნება არის ძლიერი, ექსკლუზიური და დახვეწილი Bentayga- ს მახასიათებლები, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ფუფუნებას ირჩევს კომპრომისის გარეშე. ახლა Bentayga ყველაზე ძვირადღირებული SUV სეგმენტში კიდევ უფრო მაღლა სწევს თამასას. სხვები შეეცდებიან მიაღწიონ ფუფუნებისა და ტექნოლოგიების მსგავს კომბინაციას, მაგრამ ვერავინ შეძლებს მიაღწიოს იმას, რაც შეძლო ბენტლიმ.
ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, ასევე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები მისი ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.
ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


