რეგიონები
აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში ტერმინალის გაფართოების პროექტი დაიწყება
აგვისტოში ქუთაისის აეროპორტში ტერმინალის გაფართოების პროექტი იწყება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ქუთაისის აეროპორტს 6 რეისს ერთდროულად მოემსახუროს.
„ეს პროექტი, რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც ითვალისწინებს სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას აეროპორტის ჭიშკრის წინ, ვფიქრობთ, რომ ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, რომ გაცილებით უფრო კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს. 92%-ითაა გაზრდილი მგზავრთა ნაკადი წლის დასაწყისიდან და ეს, ერთი მხრივ, ვიზალიბერალიზაციის შედეგია, ხოლო მეორე მხრივ, ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


