მოზაიკა
აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ და ზეგ სეტყვას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 30 აპრილს და 1 მაისს მცირე ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ 30 აპრილს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +23, +28; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +17, +22 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში საღამოს საათებში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +19, +24; მთაში +14, +29; მაღალ მთაში +14, +19 გრადუსი.
თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი,დედაქალაქში +22 გრადუსი იქნება.
ზეგ, 1 მაისს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; სანაპირო რაიონებში +20, +25 გრადუსი, მთაში +22, +27; მაღალ მთაში +19, +24 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +23, +28; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +13, +18 გრადუსი.
თბილისში საღამოს საათებში ასევე, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი,დედაქალაქში +27 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


