მოზაიკა
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს მცირე ნალექს ელიან
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში დღეისთვის უნალექო ამინდს, აღმოსავლეთში კი - მცირე ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, დროგამოშვებით კი ქარის სიჩქარე 28 მეტრ/წამამდე გაძლიერდება. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +15, +20; მთაში +7, +12; მაღალ მთაში 1, +6 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ აღმოსავლეთ რაიონში დილის საათებში ნავარაუდევია მცირე ნალექი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, გორი-სურამის მონაკვეთზე ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +6, +11; მთაში +3, +8; მაღალ მთაში -2, +3 (ზოგან +7-მდე) გრადუსი.
თბილისში დილის საათებში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +9 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


