რეგიონები
ადიდებულმა მდინარე ჩვეშურმა ონის სოფელ ღებთან და გონასთან დამაკავშირებელი გზა წაიღო
ქალაქ ონში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა საავტომობილო გზები და ხიდები დააზიანა.
გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ჩვეშურმა ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღებთან და გონასთან დამაკავშირებელი გზა წაიღო.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძეს განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ღებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები და გზა რამდენიმე საათში აღდგება.
"სოფელ გონასთან სამუშაოებს ამინდის გაუარესების გამო ჯერჯერობით ვერ ვიწყებთ. მდინარის წყალმა სოფელთან დამაკავშიორებელი ხიდები წაიღო. ველოდებით გამოდარებას და სამუშაოებს შემდგომ დავიწყებთ," - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


