რეგიონები
აჭარის უმაღლესმა საბჭოში ოთხი ფრაქცია იქნება
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 14 ხმით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩია. გაბაიძის კანდიდატურა თავმჯდომარის თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო უმაღლესი საბჭოს 5-მა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე თითო დეპუტატმა „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული საქართველოდან“ და „პატრიოტთა ალიანსიდან“.
დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ორგანოს ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე, დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ პატარაძემ წარუდგინა.
36 წლის დავით გაბაიძე პროფესიით იურისტია (ი. ჯავახიშვილის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი). იგი ამავდროულად არის აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის მედიაციის ცენტრის მედიატორი, შპს "ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ს არბიტრი, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დავით გაბაიძე 2014 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად. იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (2006-2007), სსიპ „ბათუმის ზღვისპირა პარკი“ იურიდიული განყოფილების უფროსი (2005-2006), მუშაობდა იურისტად სხვადასხვა კერძო კომპანიებში. 2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2004 - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა – საერთო სპეციალიზაციით. 22 წლის ასაკიდან ასწავლის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის უმაღლეს საფინანსო სკოლასა და გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში. არის სამეცნიერო სტატიების ავტორი.
დღესვე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად, ასევე 14 დეპუტატის მხარდაჭერის შედეგად, მერაბ კარანაძე აირჩიეს.
უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ფრაქციების რეგისტრაცია გაიმართა. დარეგისტრირებული 4 ფრაქციიდან უმრავლესობას 3 ფრაქცია, ხოლო უმცირესობას 1 ფრაქცია ეყოლება.
ფრაქცია ,, ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს’’ ირაკლი ჭეიშვილი უხელმძღვანელებს, ფრაქცია ,,ქართულ ოცნება - აჭარას’’ - დავით ბაციკაძე, ფრაქცია ,,ქართულ ოცნება - მაჟორიტარებს’’ ილია ვერძაძე ჩაუდგება სათავეში, ფრაქცია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას’’ კი - ელგუჯა ბაგრატიონი.
ცნობისათვის: აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია. ,,ქართულ ოცნება’’ უმაღლეს საბჭოში 14 დეპუტატი ჰყავს, ,,ნაციონალური მოძრაობა’’ 5 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ,,პატრიოთა ალიანსსა’’ და ,,დემოკრატიულ მოძრაობას’’ კი, თითო-თითო მანდატი ერგოთ.
ამასთან, როგორც ცნობილია, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ და ,,პატრიოტთა ალიანსის’’ პირველმა ნომერმა, დავით თარხან-მოურავმა უარი განაცხადეს, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე. შესაბამისად, მათ ადგილს მათი უფლებამონაცვლეები დაიკავებენ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


