რეგიონები
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურად დაასახელა.
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ამჟამად „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელად მუშაობს.
„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოზე აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე ხუთი კანდიდატურა განიხილა და მათგან უპირატესობა თორნიკე რიჟვაძეს მიანიჭა.
თორნიკე რიჟვაძე წარდგენის შემთხვევაში აჭარის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გამორიცხავს.
„ვფიქრობ, რომ ის შემადგენლობა, რაც დღეს არის მინისტრთა კაბინეტში, არის დიდი კომპეტენცია, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ჩვენ დეტალურად და ყურადღებით გავივლით ყველა იმ საკვანძო ფიგურას, რომელიც მინისტრთა კაბინეტში უნდა იყოს და შევჯერდებით, რა თქმა უნდა, უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, იმ შემადგენლობაზე, რომელიც თავს გაართმევს ადეკვატურად იმ გამოწვევებს, რომლებიც რეგიონშია. პერსონალიებზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ოფიციალური წარდგენის შემდეგ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
რიჟვაძე მიიჩნევს, რომ რეგიონში ცალკეული მიმართულებებით ცვლილებებია საჭირო.
„მინდა, გამოვხატო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში, მე მზად ვარ, წარვადგინო მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ასევე, ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებები და სწორედ ახალი სამთავრობო პროგრამა ამ პრიორიტეტებს გაუსვამს ხაზს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა.
თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი არ შეეცდება რეგიონში გარკვეული კრიზისის შექმნას და „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარს დაუჭერს.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


