რეგიონები
აჭარის უმაღლეს საბჭოში ირანელ ტურისტებს უმასპინძლეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ, ამავე კომიტეტის აპარატის უფროსმა ირაკლი ცეცხლაძემ ირანელ სტუმრებს უმასპინძლეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ირანის პარლამენტის კეთილმოწყობის კომიტეტის წევრები - ჰოსეინ ჰაშემი თახთი ნეჯადი, მოჰამად რეზა მალექჰაშირადი და ირანის მსხვილი პორტების სამმართველოს წარმომადგენელი აბდულა ჯაფარი, საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობისას თან ახლდათ ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნული გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გიორგი რომანაძემ სტუმრებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე, მისი მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ახლად მიღებულ კონსტიტუციურ კანონზე მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში განვითარებულ ურთიერთობებსა და ჩვენი რეგიონის ტურისტულ, საინვესტიციო პოტენციალზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ირანს შორის გამარტივებულმა სავიზო რეჟიმმა საგრძნობლად გაზარდა ტურისტული ნაკადი ორივე მიმართულებით.
ირანელმა პარლამენტარებმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადეს გულითადი მასპინძლობისათვის და იმედი გამოთქვეს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები საკანონმდებლო კუთხითაც განვითარდება.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა მასპინძლებთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


