რეგიონები
აჭარის უმაღლეს საბჭოში 4 საარჩევნო სუბიექტი შედის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა 21 ოქტომბრის სხდომაზე 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამეს.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახა შემდეგმა ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა: „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 5.89% (1 მანდატი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 29.62% (5 მანდატი)
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 5.7% (1 მანდატი)
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 45.13%(8 მანდატი)
განკარგულებით 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღად ოფიციალურად გამოცხადდა 30 ოქტომბერი.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო შედეგის მქონე 2 საარჩევნო სუბიექტის, ანუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები.
არჩევნების მეორე ტური, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების პარალელურად გაიმართება აჭარის ტერიტორიაზე არსებულ 5 ოლქში, ხოლო ერთ - ხულოს N73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ქედა, შუახევი, ხულო) არჩევნების მეორე ტური მხოლოდ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა; მიღებული ბიულეტენების რაოდენობა - 585 400 (პროპპრციული და მაჟორიტარული ერთად ჯამში)
ბათილი ბიულეტენების რაოდენობაა: მაჟორიტარული - 7 212, პროპორციული - 5 410, ჯამში 12 622, რაც, როგორც აჭარის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4 პროცენტია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


