რეგიონები
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა
არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმღვანელი, მერაბ ღოღობერიძე, რომელსაც პოლიტიკოსების ნაწილი ბათუმში, 11 მარტს, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად განიხილავდა, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
დღეს, მან აქცია სამმართველოს შენობასთან პოლიციიდან გათავისუფლებული გია ხალვაშის ოჯახის წევრებთან ერთად გამართა.
აქციის მონაწილეები ტერიტორიის დატოვებას იქამდე არ აპირებენ, სანამ საპატრულო პოლიციისგან არ მიიღებენ განმარტებას, რის საფუძველზე მოხდა გია ხალვაშის დათხოვნა.
ღოღობერიძის განცხადებით, ხალვაშის გათავისუფლებით ბუხრაძემ დაადასტურა, რომ ებრძვის ადგილობრივ კადრებს.
ოჯახის წვერები კი, ხალვაშის გათავისუფლებას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსთან.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


