რეგიონები
აჭარის პოპულარიზაცია ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გრძელდება
აჭარის პოპულარიზაცია ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გრძელდება.
დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტურსააგენტოების, ავიაკომპანიის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის პრეზენტაცია გამართეს, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ისაუბრეს. სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება აჭარის საზღვაო კურორტებთან ერთად სამზარეულომ და ღვინის ტურიზმმა მიიპყრო.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ავიაკომპანიებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აჭარის მიმართულებით ტურპაკეტების შემუშავებითა და ჩარტერული რეისების დანიშვნით არიან დაინტერესებულები. აჭარა ლვოვის საერთაშორისო გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორები გარდა რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებისა საიმიჯო ვიდეოკლიპებსა და სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს ეცნობიან. გამოფენა 18 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი წელს 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


