რეგიონები
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პჯდ ცენტრებს ავტომანქანები გადასცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცა.
„სოფლადპირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ექვს ავტომანქანას ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხუთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ორს ხულოს მუნიციპალიტეტის პჯდ ცენტრებმა მიიღეს. სამინისტრომ, 2017 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 13 ავტომანქანა შეიძინა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პირველად ჯანდაცვის ცენტრებზე ავტომანქანების გადაცემა დღეს განხორციელდა. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დეპუტატები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ექიმები ესწრებოდნენ.
აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 43 ცენტრს მაღალი გამავლობის ავტომანქანა 2014-2017 წწ პროგრამის ფარგლებში გადაეცა. სამინისტრო „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებისხელშეწყობის“ პროგრამას 2018 წელსაც განახორციელებს და აღნიშნულით დასრულდება რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკის შევსება.
ჯანდაცვის ცენტრების ტრანსპორტით უზრუნველყოფა ზრდის სოფლის ექიმების მობილობას და გაუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


