უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

31 ოქტომბერი, 2016 14:50
font-size

აჭარის 6-ვე საარჩევნო ოლქში `ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიარობის კანდიდატები ლიდერობენ

აჭარაში განთავსებულ ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობენ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ მაჟორიტარობის კანდიდატები.

შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ არჩევნების მეორე ტურის შედეგების შეჯამებისას გააკეთა.

,,ამ დროისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის თვლის პროცესი დამთავრებულია. ყველა შემაჯამებელი ოქმი უმაღლეს საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ატვირთულია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ნახოს ნებისმიერ დროს.

რაც შეეხება შედეგებს. აჭარაში განთავსებულ ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობენ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ მაჟორიტარობის კანდიდატები.

ისეთი საჩივრები, რომლებიც მასობრივად გამოიწვევდა უბნების ბათილობას და რომლებსაც შეიძლება ზეგავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, ასეთი ტიპის საჩივრები არ გვაქვს’’, - განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგები კი, აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოიყურება შემდეგნაირად:

ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ელგუჯა ბაგრატიონი - 33.37% (5 905 ხმა)
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - ვახტანგ წულაძე 66.63%(11 789 ხმა)
ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქი:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - ნინო ჯინჭარაძე - 30.13% (4 580 ხმა)
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - ილია ვერძაძე 69.87% (10 622 ხმა)
ბათუმის N70 მაჟორიტარული ოლქი:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - გია აბულაძე - 28.79% (4 821 ხმა)
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - ნუგზარ სურმანიძე 71.21% (11 925 ხმა)
ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - მამული სურმანიძე - 28.49%(5 654 ხმა)
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - გიორგი რომანაძე - 71.51%(14 192 ხმა)
ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - ქენან კახიძე - 27.81% (5 019 ხმა)
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - მერაბ კარანაძე - 72.19%(13 031 ხმა)
ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - ნუგზარ ამაღლობელი 28.56%(6 919 ხმა)
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - ხვიჩა შარაშიძე- 71,44% (17 303 ხმა)

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი