რეგიონები
აჭარიდან კომპანიების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს - ირაკლი ლექვინაძე
„2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 20% აჭარიდანაა და კომპანიების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს,“ - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბათუმში ადგილობრივი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„თბილისის შემდეგ ბიზნესი მხარდაჭერისთვის ყველაზე ხშირად აჭარიდან მოგვმართავს და უმრვალეს შემთხვევებში ბათუმის მერიასთან შუამდგომლობას გვთხოვენ. სხვა რეგიონების მსგავსად, აჭარაშიც ბიზნეს გარემოს გამოწვევად რჩება ბიუროკრატია ადგილობრივ თვითმმართველობებში.“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
ირაკლი ლექვინაძის თქმითვე, მთავარი რასაც ბიზნესი რეგიონებში ითხოვს ეს არის მოქნილი ბიუროკრატია და ადგილობრივი თვითმმართველობებში ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპის დაჩქარება.
„თბილისის შემდეგ ეკონომიკურად ყველაზე აქტიური რეგიონი აჭარაა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონში განსაკუთრებით მაღალი ხარისხით ხდებოდეს ბიზნესს და მთავრობას შორის კომუნიკაცია და იმ საკითხების ეფექტურ ვადებში გადაწყვეტა, რომლებსაც კერძო სექტორი დღეს რეგიონში ბიზნესის კეთების პროცესში აწყდება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნიბით, აჭარაში ბიზნესომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი 2018 წლის სექტემბრიდან გაიხსნა და ამ პერიოდში აჭარიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 60-მდე საქმეზე იმუშავა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


