უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

2 მარტი, 2018 15:15
font-size

აჭარაში თაღლითური ჯგუფი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1 პირი და გირაოს ქვეშ მყოფი 1 პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორივე პირი ბათუმში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არასრულწლოვნებს მოტყუებით ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ და შემდეგ ყიდდნენ. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.

,,გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ეფექტიანად იმუშავეს სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და გამოძიების მიმართულებითაც.

აჭარასა და შიდა ქართლში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტია გახსნილი. მათ შორის ქურდობაში მხილებულია 3 არასრულწლოვანი“ - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი