უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

8 სექტემბერი, 2017 16:50
font-size

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

დღეს, აჭარაში სოფლის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. 7 ქვეყნის 150 დელეგატი ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე ტენდენციებს განიხილავს. კონფერენციის მთავარი მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და სოფლის ტურიზმში დანერგვაა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიება რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციით დაიწყო. სტუმრებმა აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მომზადებული სპეციალური პრეზენტაცია მოისმინეს, რის შემდეგაც საერთაშორისო ექსპერტებმა სოფლის ტურიზმის კუთხით ლიტვის, მოლდოვასა და უკრაინის გამოცდილება წარმოადგინეს.

დღესვე, სტუმრები გაეცნენ აჭარაში სოფლის ტურიზმის განვითარების პოტენციალსა და სერვისის დონეს, დარგში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. კონფერენციის ორგანიზატორი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს. დღემდე მთიანი აჭარის მიმართულებით 10-ზე მეტი ტურისტული მარშრუტი განვითარდა, 60-ზე მეტი გიდი გადამზადდა, 207 საოჯახო-სასტუმრო სახლის მეპატრონეს ჩაუტარდა ტრენინგები და მთიან აჭარას ინფოტურებით ტურისტული სააგენტოების 300-მდე წარმომადგენელი გაეცნო. შედეგად გასულ წელს, მაღალმთიანი აჭარის პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებზე ტურისტების რაოდენობა 107%-ით გაიზარდა.

სოფლის ტურიზმის კონფერენციის ფარგლებში უცხოელმა და ქართველმა, მათ შორის მთიანი აჭარის საოჯახო-სასტუმროს სახლების მეპატრონეებმა თავიანთი წარმატებული ბიზნესის შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს. დღესვე, განიხილეს სოფლის ტურიზმის სფეროში კატეგორიზაციის საკითხები.

„აჭარაში სოფლის ტურიზმის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის კონფერენცია პირველად ტარდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება მთაში ტურიზმის განვითარების კუთხით და ბუნებრივია, ეს ღონისძიება დაეხმარება სოფლის ტურიზმში ჩართულ ადამიანებს გაეცნონ საერთაშორისო სტანდარტებს, წარმატებულ მაგალითებს და დანერგონ სიახლეები თავიანთ ბიზნესში. რეგიონში ბევრი რამ კეთდება სერვისის გაუმჯობესების, ახალი ტურისტული მარშრუტებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის, თუმცა გვაქვს გამოწვევები და მათ მოსაგვარებლად საჭიროა სწორედ მსგავსი ღონისძიებები,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. სააგენტო 2015 წლიდან გაერთიანებულია ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციაში, რომელიც 27 ქვეყნის 35 პროფესიულ ორგანოს აერთიანებს. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობს ფედერაციის წევრი საოჯახო-სასტუმრო სახლები და ორგანიზაციები.

ხვალ, კონფერენციის მონაწილებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული ტური ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც ღვინის წარმოების ადგილობრივ ტექნოლოგიებს გაეცნობიან. ხვალვე გაიმართება სემინარ-მოხსენებები ღვინის წარმოების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.

კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის დარგის ექსპერტები, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ორგანიზაციების, საოჯახო-სასტუმრო სახლების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე ტურისტული სააგენტოების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ღებულობენ. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ხვალ დასრულდება.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი