უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

27 ივლისი, 2020 15:45
font-size

აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირების ახალი კამპანია იწყება

შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ქართველი ინფლუენსერებისა და ბლოგერების მთიან აჭარაში მოგზაურობით გაიხსნება. ამის შესახებ „მედიანიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში ბლოგერები აჭარის ეროვნულ პარკებში, მთიანი აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურებენ და აჭარის უცნობ თუ ნაცნობ ტურისტულ პროდუქტებს შიდა ტურისტებს გააცნობენ. პროექტის ფარგლებში საქართველოში 7 აქტიური ბლოგერი და ინფლუენსერი შეირჩა, რომლებსაც სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ათასობით გამომწერი ჰყავთ. პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფრომაციით, ინფლუენსერების შემდეგ აჭარაში უკვე ფოტოგრაფები იმოგზაურებენ. პროექტში ეტაპოპრივად სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ჩართვა იგეგმება. დღემდე, აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირება ონლაინ კამპანიით ხორციელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე აცხადებს, რომ აჭარა თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტებით ბევრი ქართველისთვის აღმოჩენაა.

„ჩვენი პროექტით ვუერთდებით კამპანიას „იმოგზაურე საქართველოსთვის“ და ვეპატიჟებით შიდა ტურისტებს აჭარაში. ჩვენი მთავარი მიზანი ბუნებრივია რეგიონში შიდა ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და მათთვის აჭარის ტურისტული შესაძლებლობების გაცნობაა. კამპანიის ნაწილში ჩავრთეთ ბლოგერები და ინფლუენსერები, რომლებიც შთაბეჭდილებებსა და ემოციებს უზიარებენ ათასობით გამომწერს, რეკომენდაციებს აწვდიან სად იმოგზაურონ.

აჭარა კი ამ მიმართულებით ნამდვილად აღმოჩენაა ბევრი ქართველისთვის თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტებით. აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა და ზაფხულში ზღვაზე დასვენება, ის უფრო მეტია თავისი სათავგადასავლო, ეკოტურისტული თუ გასტრონომიული ტურისტული მარშრუტებით, ტრადიციებითა თუ კულტურით. პროექტი ბლოგერების კამპანიით დაიწყება და სხვადასხვა აქტივობებით გაგრძელდება, რაც ვფიქრობთ ხელს შეუწყობს რეგიონში შიდა ტურისტების მოზიდვასა და მოგზაურობას“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი