რეგიონები
აჭარაში სანაპირო ზოლზე სამაშველო სამსახური ამოქმედდა
სანაპირო ზოლზე სამაშველო სამსახური ამოქმედდა დღეიდან სამაშველო სამსახურმა სანაპირო ზოლზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე სამაშველო სამსახურის განახლებული აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან, დავით ვარდიაშვილთა და მერაბ მალანიასთან ერთად დაესწრო. ხელმძღვანელმა პირებმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს და მადლობა გადაუხადეს გასულ სეზონზე მიღწეული წარმატებებისათვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართვისას ხაზი გაუსვა სამაშველოს მომსახურების მნიშვნელობას. მისი თქმით, საზღვაო ქალაქისათვის მომსახურების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და მაღალი დონე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი საზღვაო კურორტების უსაფრთხოებას და რეგიონის პოპულარიზაციას.
მაშველებმა წყალზე მცურავი საშუალებები წარმოადგინეს. სარფის მონაკვეთიდან ჩოლოქამდე დამსვენებლების უსაფრთხოებაზე წელს 135 მაშველი იზრუნებს. შსს განხორციელდა შესყიდვების ციკლი, რის შედეგადაც გარემონტდა არსებული ტექნიკა, ახალი ეკიპირების შესყიდვა განხორციელდა მაშველებისთვის, ისინი აღჭურვილები არიან პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქებით, რაც მაშველებს საშუალებას მისცემს დაზარალებულებს აღმოუჩინონ პირველადი დახმარება.
ღონისძიებას ასევე საქართველოს სამთავრობო დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


