რეგიონები
აჭარაში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრს ინგა შამილიშვილს უმასპინძლა. კოლეგამ ტარიელ ხეჩიკაშვილს აჭარაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, საუბარი შეეხო პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტული ტურიზმის ხელშეწყობას, აჭარაში დაგეგმილ საერთაშორისო და შიდა ტურნირებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე, ასევე აჭარის სპორტის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.
ტარიელ ხეჩიკაშვილი:“ გავეცანით იმ პროექტებს, რომლის განხორცილებასაც ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აპირებს. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს და შესაძლებელს გახდის არაერთი საერთასორისო ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობას.
სასიხარულოა, რომ სპორტული ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ცხადია, ჩვენ აჭარელ კოლეგებს გამოცდილებას გავუზიარებთ და ერთობლივი ძალებით ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ“.
ინგა შამილიშვილი:“ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილთან. გავაცანით სასპორტო სკოლის მშენებლობის პროექტი. ბევრი საინტერესო პროექტი დავგეგმეთ და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ კოორდინირებულად მუშაობას, რაც რეგიონში სპორტის განვითარებას, მასობრიობის გაზრდას უზრუნველყოფს. შევძლებთ საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას, ეს კი თავის მხრივ ტურიზმის განვითარებას დაეხმარება“.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ბათუმში უკვე მიმდინარეობს მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


