რეგიონები
აჭარასა და გურიაში წიაღის უკანონო მოპოვების 195 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 01 იანვრიდან დღემდე, სათანადო ლიცენზიის გარეშე, წიაღის მოპოვების 195 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, ფიზიკური პირი - 186, ხოლო იურიდიული პირი - 9.
უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 2574 ლარი შეადგინა. ხოლო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, ჯამში 243 450 ლარი დაეკისრათ.
იურიდიული პირების მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღის ოდენობამ 1174 მ3 შეადგინა, ხოლო ფიზიკურ პირების მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღის გარემოში დაბრუნება მოხდა, მოპოვების ადგილის მიხედვით.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


