უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

24 აპრილი, 2018 13:20
font-size

აჭარას დუბაიში საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაზე ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “ATM 2018” უწევს პოპულარიზაციას.

გამოფენის სტენდთან ვიზიტორები აჭარის შესახებ ინფორმაციას განახლებული სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მეშვეობით ღებულობენ, რომლებშიც საინტერესოდაა აღწერილი რეგიონის ყველა მნიშვნელოვანი საზღვაო თუ სამთო ტურისტული პროდუქტი.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის მნიშვნელოვანი გამოფენაა მსოფლიოში. მას ყოველწლიურად 153 ქვეყნიდან 28 000-ზე მეტი ტურისტული ბიზნესის, საერთაშორისო მედიისა და მთავრობის წარმომადგენელი ესწრება. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ ტურისტული კომპანიების, მედიისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან.

„ძალიან აქტიური გამოფენაა. მსოფლიოში ყველა წამყვანი ტურისტული კომპანია თუ ორგანიზაცია მასში ღებულობს მონაწილეობას, რაც საქმიანი ურთიერთობების, კონტაქტების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა. უშუალოდ ვიზიტორების მხრიდან ინტერესი ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ დიდია. ისინი განსაკუთრებით ჩვენი ეროვნული პარკებითა და მთის ტურისტული პროდუქტებით ინტერესდებიან. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩვენ აჭარის პოზიციონირება გასულ წელს დავიწყეთ და წელს ვგეგმავთ, ჟურნალისტებისა და ტურისტული კომპანიების ჩამოყვანას რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, რასაც ბუნებრივია მოყვება აჭარის შესახებ მომზადებული გადაცემები, სიუჟეტები, რეპორტაჟები და სტატიები უკვე არაბეთის გაერთიანებული საამიროების მედიასაშუალებებში. ჩვენს ქვეყანაში არაბი მოგზაურების რაოდენობა მზარდია, რასაც ბათუმისა და თბილისის მიმართულებით არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან პირდაპირი ფრენების ზრდაც განაპირობებს,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ.

დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 1994 წლიდან იმართება. ის 22 აპრილს გაიხსნა და 25 აპრილს დასრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი