რეგიონები
აჭარა ვროცლავის ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს რეკლამირება ვროცლავის მე-9-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია. პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ გამოფენაზე ვიზიტორები აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და რეგიონში მოგზაურობით დაინტერესდნენ. გამოფენაზე ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება კი ეკოტურისტულ, სამთო და კულინარიულ მარშრუტებზე გაკეთდა.
გამოფენის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ტურისტულ და სარეკლამო კომპანიებთან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.
გამოფენაზე საქართველოს სტენდი სილეზიის სავოევოდოს მარშალთან ერთად მოინახულა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია მონაწილეობას ღებულობდა გამოფენის გახსნის ცერემონიალსა და პრესკონფერენციაში, სადაც თავმჯდომარემ სიტყით გამოსვლისას რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
წლის ბოლომდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები წარდგენას ვროცლავის გარდა პოლონეთში ორ გამოფენაში გეგმავს. კატოვიცესა და ვარშავის საერთაშორისო ტურისტული გამოფენები დამატებითი შესაძლებლობა იქნება დეპარტამანეტისთვის პოტენციურ ტურისტებში გამოიწვიოს აჭარაში მოგზაურობის სტუმულირება. პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირებას დეპარტამენტი გაზაფხულიდან დაიწყებს.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


