რეგიონები
აჭარა სტამბულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარდგენილი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სტამბულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "EMITT 2017" მიიღო მონაწილეობა. დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა. გამოფენის ვიზიტორები სტენდთან აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების შესახებ მომზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გაეცნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონის შესახებ.
სტამბულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდმა გასული წლის მსგავსად წელსაც ყველაზე ორგანიზებული სტენდის ჯილდო მიიღო. გამოფენა "EMITT 2017" მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული გამოფენაა, რომელშიც მონაწილეობას 450-მდე კომპანია მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს. გამოფენა ხალმრავლობითა და მონაწილეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გამოფენაში 2007 წლიდან ღებულობს მონაწილეობას.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს წლის ბოლომდე 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. აქედან მხოლოდ თებერვალში მონაწილეობის მიღება ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და ისრაელის გამოფენებში იგეგმება.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


