რეგიონები
აჭარა ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინეს
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ყაზახი ვიზიტორები გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე KITF-2017 წარადგინა.
ცენტრალურ აზიაში ყველაზე აქტიურ და მასშტაბურ გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ტურისტულ სააგენტოებთან და სასტუმროებთან ერთად იყო წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს მიმართულებით მუშაობას გეგმავენ. აჭარა, ზოგადად კი საქართველოს ყაზახი ტურისტებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილია. გასულ წელს, ყაზახეთიდან აჭარას 8 137 ტურისტი სტუმრობდა. მიმდინარე წელს, დეპარტამენტი ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიებს მაისიდან იწყებს, რაც ინფო და პრესტურების ორგანიზებას, გარე რეკლამასა და ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


