რეგიონები
აბაშის მუნიციპალიტეტში პირველი მაისისა და გაუწყინარის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გამწვანების სამუშაოები დაიწყო
აბაშის მუნიციპალიტეტში ,,ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პირველი მასისის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტი - ,,ჯანსაღი გარემო“ გახდა. გუნდს მიზნად აქვს დასახული თემის ტერიტორიაზე ეკო გარემოს გაუმჯობესება.
აბაშის გამგეობის ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდებს უნდა მოემზადებინათ პროექტები, რომლებიც მოემსახურებოდა მუნიციპალიტეტის საჭიროებების დაკმაყოფილებას და სასარგებლო იქნებოდა არა მხოლოდ პროექტების ბენეფიციართათვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. კონკურსანტებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა შემდეგი კრიტერიუმებით: პროექტის ეფექტურობა და განხორციელებადობა, პროექტის მდგრადობა, ხარჯთეფექტურობა და ა.შ.
19 ოქტომბერს გამარჯვებული პროექტის განხორცილება დაიწყო. გეგმის შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფს გადაეცათ სამუშაო იარაღები, დასუფთავდა და დაიწყო მარადმწვანე მცენარეებით პირველი მაისისა და გაუწყინარის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების განაშენიანება.
განაშენიანების სამუშაოებში პირადად ჩაერთვნენ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კუკური ლასარეიშვილი და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლები და რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


