უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

31 ოქტომბერი, 2017 16:40
font-size

7 კლასიკური შეცდომა 30 წელს გადაცილებული ქალისა, რომელსაც ოჯახის შექმნა სურს

30 წელს გადაბიჯეთ? წარმატებული ხართ საქმეში, ლამაზი და მიმზიდველი, თანაც ყველა პატივს გცემთ... თუმცა, ჯერ კიდევ დასაოჯახებელი ხართ? მშობლები წუწუნებენ, რომ შვილიშვილი უნდათ, მეგობრები კი, გამუდმებით ვიღაცას გაცნობენ?

მაშინ ეს სტატია, რომელიც ფსიქოლოგ ნასტია პლისკოს რჩევებზე დაყრდნობით მომზადდა თქვენთვისაა.

აი ისინიც, 7 კლასიკური შეცდომა, რომელსაც უშვებს 30 წელს გადაცილებული ქალი, რომელსაც დაოჯახება სურს:

1. პასიური პოზიცია და პრიორიტეტის უქონლობა. 30 წელს ზემოთ ქალების 90%- აქვს ყოველდღიური

გაწერილი გრაფიკი და ცხოვრებისეული დღის წესრიგი. ისინი მზად არ არიან, შეცვალონ რაიმე და უარი თქვან ჩვეულ რეჟიმზე.

ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამყაროს მთავარი კანონი ენერგიის შენარჩუნების კანონია; რამდენსაც ჩადებ, იმდენს იღებ. თქვენი - ,,მე წინააღმდეგი არ ვარ ურთიერთობაში ყოფნის, თუ ვინმე ნორმალური გამოჩნდება“, ძალიან სუსტად ჟღერს სივრცეში. ამ გზავნილის ენერგეტიკას არ ძალუძს თქვენი სტატუსის შეცვლა. თქვენ ნამდვილად უნდა მოინდომოთ სტატუსის შეცვლა, მართლა გინდოდეთ ოჯახი, რომ სათანადო რესურსებიც გამონახოთ თქვენში.

2. მზად არ ხართ შეცდომის დაშვებისთვის!

ქალები 30 წლის შემდეგ განწყობილნი არიან შეხვდნენ იმ ერთადერთს, რომელთანაც ააწყობენ სერიოზულ ურთიერთობას და ოჯახს შექმნიან. ისინი მზად არ არიან საექსპერიმენტო ვარიანტებთან კონტაქტისთვის. მათ ავიწყდებათ, რომ ყოველდღიურად პრაქტიკის გარეშე ურთიერთობის სფეროში კომპეტენტურობას კარგავენ. საბოლოოდ კი, შედეგად იღებენ იმას, რომ როდესაც შეხვდებიან შესაფერის მამაკაცს, მსუბუქი ფლირტის, სილაღის, ურთიერთობის საინტერესოდ წაყვანის უნარი ძვირფას ქალბატონებს აღარ გააჩნიათ.

3. თანატოლებზე ორიენტირება

არ შეგეშინდეთ, თუ მამაკაცი ასაკით თქვენზე პატარა ან დიდი იქნება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თუ მამაკაცი 6-7 წლით პატარაა 30 წელს გადაცილებულ ქალბატონზე, ისინი ერთ ბიოლოგიურ რიტმში იმყოფებიან. შესაბამისად, თქვენი კავშირიც იქნება უფრო მყარი.

4. სკეპტიკურად უყურებენ ინტერნეტში გაცნობას

სოციალური ქსელის პირადი გვერდი სწორად მართეთ, რათა თავი სათანადოდ წარმოაჩინოთ. ასე თქვენ მარტივად შეძლებთ თქვენთვის იდეალური მამაკაცის პოვნას. იმისათვის, რომ ნორმალური მამაკაცი იმდენად დაინტერესდეს თქვენით, რომ მოგწეროთ, როგორც მინიმუმ თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ ცოცხალი ადამიანი ხართ და არ გქონდეთ დახურული პროფილი, როგორც მაქსიმუმ კი, თქვენ უნდა მოეჩვენოთ მას საინტერესო და სექსუალურ ქალად.

5. დიდხანს ფიქრობენ, ღირს თუ არა, პაემანზე წასვლა

შეხვედრისთვის ისე ემზადებიან, თითქოს საპასუხისმგებლო ღონისძიებაა. დაქალებს რჩევას ეკითხებიან, დიდხანს არჩევენ, რა ჩაიცვან.

ნუ იტვირთავთ თავს ზედმეტი ნევიულობისა და უაზრო ფიქრებისგან. უბრალოდ, შეხვდით მამაკაცებს სასიამოვნო გარემოში, იქნება ეს კაფე, კინო თუ უბრალოდ, პარკში გასეირნება, ამით თქვენ არც არაფერს აშავებთ და არც კარგავთ.

6. წარმოდგენა არ აქვთ საიდან დაიწყონ

რაც უფრო ასაკი ემატება ქალს, მით უფრო ქაოტურია მისი ნაბიჯები, რომლებსაც ურთიერთობის დაწყების მიზნით დგამს.

ზოგჯერ რეგისტრირდება გაცნობის საიტებზე, შემდეგ ,,აღმოაჩენს“, რომ იქ ნორმალური არავინაა და ისევ აუქმებს ქსელში თავის ანგარიშს. თუ თქვენ მართლაც გსურთ ურთიერთობის დაწყება ვინმესთან, გარკვეული პერიოდის მანძილზე ქმედებები უნდა იყოს თანმიმდევრული. არაფერი არ გამოგივათ, თუ განწყობისდა მიხედვით ან ხანდახან ეცდებით ვინმეს გაცნობას.

7. არ ითვალისწინებენ ასაკის სპეციფიკას

30 წლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ თავს მეტის უფლება მისცეთ, ვიდრე მანამდე. თქვენ შეგიძლიათ უფრო თავისუფალი და თამამი იყოთ. შეგიძლიათ ეთამაშოთ მამაკაცს. შეგიძლიათ რამდენიმე მამაკაცს შეხვდეთ ერთდროულად, რა თქმა უნდა, თუ მაგ დროს ურთიერთობაში არ იმყოფებით. უბრალოდ, გაიცნოთ და დააკვირდეთ მამაკაცებს, სანამ თავისუფალი ხართ.

ამ დროს, რეალობაში 30 წელს ზემოთ ქალების უმეტესობა საპირისპიროს აკეთებს. მათ პასიური პოზიცია უჭირავთ და ,,მოლოდინის რეჟიმში“ არიან, ასევე გამოირჩევიან თავშეკავებულობით.

,,პატარა გოგოს“ თამაში, რომელმაც არ იცის რა უნდა, უადგილოა.

ყველაფერი ეს 30 წელს გადაბიჯებულ ქალს უინტერესოდ ხდის.

უბრალოდ, დატკბით საკუთარი ასაკით, ახალგაზრდობით და თავს მეტის უფლება მიეცით!

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი