მოზაიკა
6 და 7 აგვისტოს საქართველოში ტემპერატურა +40 გრადუსს გადააჭარბებს
სინოპტიკოსები საქართველოში 6 და 7 აგვისტოსთვის უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +31, +36 (ზოგან +40-მდე); მთაში +34, +39; მაღალ მთაში +31, +36 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ასევე, უნალექო ამინდია ნავარაუდევი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +33, +38; მთაში +33, +38; მაღალ მთაში +20, +25 (ზოგან +33-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, დედაქალაქში +37 გრადუსს მიაღწევს.
ხვალ, 7 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +33, +38 (ზოგან +41-მდე); მთაში +34, +39; მაღალ მთაში +31, +36 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ასევე, უნალექო ამინდია ნავარაუდევი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +34, +39; მთაში +33, +38; მაღალ მთაში +23, +28 (ზოგან +34-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, დედაქალაქში +39 გრადუსს მიაღწევს.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


