მოზაიკა
5 და 6 მარტს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 5 და 6 მარტისთვის ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +10, +15; მთაში +9, +14; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში კი, მოთოვს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +10, +15; მთაში +8, +13; მაღალ მთაში +2, +7 გრადუსი.
თბილისში დღეს შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, იქნება +13 გრადუსი.
ხვალ, 6 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +17, +22; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +10, +15 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +10, +15; მთაში +9, +14; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.
ხვალ, თბილისში დილის საათებში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +13 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


