მოზაიკა
4-7 დეკემბერს ირანული ფილმების ფესტივალი გაიმართება
ირანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისა და ისლამური რევოლუციის შემდგომი ირანული კინოს ოთხი ათეული წლის აღსანიშნავად, ირანის საელჩო თბილისში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 4-7 დეკემბერს გამართავს ირანული ფილმების ფესტივალს.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ოთხი ირანული ფილმი: "ნარგიზების სეზონი" (2017), "მაყვალი" (2014), "საძილე არტერია" (2017) და "სარა და აიდა" (2017).
ფილმების ჩვენება გაიმართება 2017 წლის 4, 5, 6 და 7 დეკემბერს 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი #1).
ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით, ხოლო "ნარგიზების სეზონ"-ს ასევე ექნება ინგლისური სუბტიტრებიც.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


