მოზაიკა
3 და 4 ივნისს ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 და 4 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +25, +30; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +19, +24 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +20, +25; მთაში +19, +24; მაღალ მთაში +11, +16 (ზოგან +22-მდე) გრადუსი.
თბილისში ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +23 გრადუსი იქნება.
ხვალ, 4 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +24, +29; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +19, +24 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-14 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +24, +29; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +13, +18 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია მირე ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +28 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


