მოზაიკა
29 და 30 ოქტომბრისთვის საქართველოში ნალექს და ქარის გაძლიერებას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 29 და 30 ოქტომბრისთვის არამდგარდ ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც „მედიანიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 29 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +21, +26; მთაში +16, +21; მაღალ მთაში +11, +16 გრადუსი.
აღმოსავლეთს საქართველოში ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია წვიმა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +19, +24; მთაში +15, +20; მაღალ მთაში +4, +9 (ზოგან +16-მდე) გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში იქნება +21 გრადუსი.
ზეგ, 30 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +15, +20; მთაში +11, +16; მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ასევე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +17, +22; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +8, +13 გრადუსი.
თბილისში ნავარაუდევია წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +20 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


