მოზაიკა
26 და 27 თებერვალს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი
სინოპტიკოსები 26 და 27 თებერვლისთვის საქართველოს ზოგიერ რაიონში ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 26 თებერვალს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში კი თოვლი. ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +7, +12; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -3, +2 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმეს, მთაში მოთოვს, ზოგან მოსალოდნელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +9, +14; მთაში +1, +6; მაღალ მთაში -4, +1 გრადუსი.
ხვალ, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდს ელიან. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.
ზეგ, 27 თებერვალს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +7, +12; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +6, +11; მთაში +5, +10; მაღალ მთაში +2, +7 გრადუსი.
ზეგ, თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. მოსალოდნელია წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +8 გრადუსი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


